ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „ნიუ ორლეანის“ ცენტრი ენტონი დევისი და აღმოსავლეთში „ორლანდოს“ ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ნიუ ორლეანმა“ 4-დან სამი შეხვედრა მოიგო, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34.3 ქულას და 14 მოხსნას აგროვებდა. „ორლანდომ“ სამი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. ვუჩევიჩი საშუალოდ ერთ მატჩში 27.8 ქულას და 10.5 მოხსნას და 4 პასს აგროვებდა.