ფეხბურთი

14:03 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი ფორვარდი “შუქურაში”

ქობულეთის “შუქურამ” ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუკაშ ალვეშ და სილვა დაიმატა. აქამდე, 21 წლის თავდამსხმელი გერმანიის რეგიონალიგის კლუბ “რაინში” თამაშობდა.

ლუკაშმა ქობულეთელთა რიგებში პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარა. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში, “შუქურა”-“სამგურალის” დაპირისპირების დროს, ბრაზილიელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

ხსენებული თამაში ქობულეთელებმა პენალტების სერიაში 4:3 მოიგეს.

0.11299