ფეხბურთი

16:47 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძეს თვალი პრემიერლიგის გუნდებმაც დაადგეს

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძისთვის ბრძოლაში ინგლისური გუნდებიც ჩაერთვნენ. Hitc.com-ი ესპანურ Marca-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჩვენებურით დაინტერესებულნი „ტოტენჰემი“ და „ბორნმუთი“ არიან.

„ჩაკვეტაძე მზადაა შესანიშნავი მომავლისთვის და ახლა კლუბები იანვარს ელოდებიან. Marca-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ სურს მასთან კონტრაქტი, მაგრამ პრემიერლიგის ორი გუნდი, „ტოტენჰემის“ და „ბორნმუთი“ კატალონელებთან კონკურენციას იწყებს.

ჩაკვეტაძეს აქვს პერსპექტივა, რაც საშუალებას იძლევა, რომ მრავლამხრივი არჩევანი ჰქონდეს. მაურისიო პოჩეტინოს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრძოლებში გამარჯვებისთვის დაეხმარება, მაგრამ „ბორნმუთიც“ ამბიციურია და „ბარსელონა“ უბრალოდ გაცილებით დიდია ტრანსფერში კონკურენციისთვის“, - წერს ინგლისური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო პერიოდში არაერთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს. ზემოხსენებული სამი გუნდის გარდა, ასევე ნახსენები არიან „რომა“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ლევერკუზენი“ და „აინტრახტი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120484