კალათბურთი

14:23 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 2 ქულა და გამარჯვება “კავალიერსთან” (+VIDEO)

“დეტროიტ პისტონსმა”, რომლის ღირსებასაც ვეტერანი ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია იცავს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-8 გამარჯვება იზეიმა.

დეტროიტელები შინაურ კედლებში “კლივლენდ კავალიერსს” დაუხვდნენ და 3 მეოთხედის თავზე მეტოქეს 24 ქულით ანადგურებდნენ, ამდენად, საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ – 113:102.
ზაზამ მოედანზე 9 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა თამაშიდან სამივე სროლა ააცილა, 2 საჯარიმო ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“პისტონსის” რიგებში საუკეთესო ანდრე დრამონდი იყო 23 ქულითა და 16 მოხსნით, ასევე ორმაგი დუბლი (21 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) შეასრულა ბლეიკ გრიფინმა, რეჯი ბალოკმა კი 21 ქულა ჩააგდო.
დეტროიტელები 8 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 22 ნოემბერს, სტუმრად, “ჰიუსტონ როკეტსთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114019