ფეხბურთი

11:57 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: „სუპერლიგაზე საუბარი არ იქნება“

უეფას პრეზიდენტმა, ალეკსანდრ ჩეფერინმა, განაცხადა, რომ ბობოლა კლუბების მიერ შემუშავებულ პროექტზე, ევროპის სუპერლიგის დაარსების შესახებ, საუბარიც არ იქნება.

„ეს არ მოხდება. ყველაფერი გამონაგონია. გვაქვს რაღაც იდეები, მაგრამ გარწმუნებთ, სუპერლიგაზე საუბარი არ იქნება. ჩვენ ასოციაციის ყველა წევრი ქვეყნის კლუბებს გვინდა შეჯიბრში მონაწილეობა მივაღებინოთ.“ - განუცხადა ჩეფერინმა ВВС-ს.

შეგახსენებთ, რომ 16 ევროპული ტოპ-კლუბი უეფადან გასვლას და ახალი სუპერლიგის შექმნას გეგმავს, რომლის შემოსავალი ახლანდელ ჩემპიონთა ლიგასთან შედარებით, გაცილებით დიდი იქნება.

მათი თქმით, ახალი ტურნირი 2021 წელს დაიწყება.

0.133867