ფეხბურთი

10:57 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: „არ ვიცოდით, თამაში როგორ დაგვემთავრებინა“

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ერთა A ლიგის, ჯგუფური ეტაპის, პირველი ჯგუფის, ჰოლანდიასთან დასკვნითი მატჩის შემდეგ (2:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლოსკენ მისმა გუნდმა არ იცოდა, როგორ ეთამაშა.

„მტკივნეული შეგრძნებაა. მაგრამ საბოლოო ანგარიში არ ასახავს მინდორზე მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, ისიც სიმართლეა, რომ წლეულს პირველად არ ვამბობთ ამ სიტყვებს. ამჯერადაც, არ ვიცოდით როგორ დაგვემთავრებინა შეხვედრა და საბოლოოდ მოსახდენი მოხდა. მაინც, მგონი, ყველა ჩვენთაგანი გრძნობს, რომ დღეს საკმაოდ კარგად ვირჯებოდით. დადებითი შედეგი კი გუნდს მეტ თავდაჯერებას შესძენდა.“ - უთხრა კროოსმა ფრანგულ L'Équipe-ს.

ამ ფრის კვალად, ჰოლანდიის ნაკრებმა საფრანგეთისასაც გადაუსწრო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის პლეი ოფის საგზურიც მოიპოვა.

0.117996