ფეხბურთი

9:04 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიულერის მე-100

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი, ტომას მიულერი ერთა A ლიგის, ჯგუფური ეტაპის პირველი ჯგუფის დასკვნით მატჩში, ჰოლანდიის წინააღმდეგ (2:2) მინდორზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. ეს მე-100 სანაკრებო შეხვედრა გამოდგა 29 წლის შემტევისთვის.

100 თამაშში მიულერმა 38 ბურთი გაიტანა და 36 საგოლე პასით გამოირჩა. ბუნდესტიმის ისტორიაში მატჩების რაოდენობით კი ის მე-11 ადგილზეა. უახლოესი კონკურენტი ტომას ჰესლერია (101), რომელმაც ეროვნულ გუნდში კარიერა 2000 წელს დაამთავრა. რეკორდსმენი კი 150 მატჩით ლოთარ მათეუსი გახლავთ.

„ნაციონალმანშაფტში“ მიულერი 2010 წლიდან თამაშობს. იმავე წელს მან მუნდიალის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2014-ში კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115422