საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა ყაზახეთთან (2:1) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა.
„რთული თამაში იყო, პირველ ტაიმში იყო შეცდომები, მაგრამ მთავარია, რომ მიზანს მივაღწიეთ და სამი ქულა ავიღეთ. ახლა უნდა დაველოდოთ ჩვეულებრივ შესარჩევ ციკლს და შემდეგ ნახევარფინალზე და იმედია ფინალზე ვიფიქრებთ.
რა თქმა უნდა, რთულია, რადგან სისტემატურად ცენტრალურ მცველად ვთამაშობ და ამის ფონზე მარცხნივ თამაში, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშე. თუმცა, უკეთესადაც შემიძლია, ამას დრო სჭირდება. რადგან მოვიგეთ, ჩემი აზრით, დაცვის ხაზმაც და გუნდმაც კარგად ითამაშა.
მომეწონა ქომაგობა და მათ გარეშე რთული იქნებოდა მოგება და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს“, - განაცხადა დვალმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის A ჯგუფი 16 ქულით მოიგო და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა. ნახევარფინალი კი 2020 წლის მარტში გაიმართება.