ფეხბურთი

2:18 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი: "მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მეტოქე ნახევარფინალში, რადგან ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა"

საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი მერებაშვილმა ყაზახეთთან გამარჯვებაში გულშემატკივართა დიდი წვლილი დაინახა. გარდა ამისა, შესაძლო მეტოქეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მეტოქე ნახევარფინალში.

„პირველ რიგში მინდა გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მთელი თამაში გვერდში გვედგნენ და მათი დიდი დამსახურებაა ეს გამარჯვება. თამაში კი, რთული იყო, რადგან ყაზახეთი დაცვაში თამაშობდა და ასეთ დროს რთულია მეტოქის დაცვაში სივრცეების მოძებნა, თუმცა, რაც იყო მიზანი, შევასრულეთ და ძალიან გახარებულები ვართ.

გოლის აღნიშვნას რაც შეეხება, ეძღვნებოდა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მაკრიტიკებდნენ, ხშირად მხვდებოდა კომენტარები, რომ არ ვიმსახურებდი ნაკრებში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ბედნიერი ვარ, გოლი გავიტანე და ნაკრებს დავეხმარე გამარჯვებაში.

სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო, უკვე აღვნიშნე კიდეც, რომ მთელი თამაში გვერდში გვედგა მთელი სტადიონი და დიდი როლი ითამაშა, გუნდი ვგრძნობდით ამ მხარდაჭერას. ვინ შეგხვდება ნახევარფინალში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ვინც უნდა შეგვხდეს, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ“, - თქვა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის A ჯგუფი 16 ქულით მოიგო და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა. ნახევარფინალი კი 2020 წლის მარტში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113378