ფეხბურთი

2:17 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა"

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ყაზახეთთან (2:1) თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განაცხადებით, მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

„დიდი მადლობა მწვრთნელს, რომელიც მენდო. არ ვიცი, გავამართლე თუ არა, ეს უკვე მისი განსასჯელია, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მაგარი ატმოსფერო იყო სტადიონზე, სად ანდორაში თამაში და სად აქ. ყოველთვის კარგია სახლში თამაში“, - განაცხადა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის A ჯგუფი 16 ქულით მოიგო და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა. ნახევარფინალი კი 2020 წლის მარტში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11464