ჭადრაკი

0:40 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნონა” და “თბილისი” ლიდერობას ინაწილებენ

ჭადრაკში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მეხუთე ტურში ფრედ დასრულდა ლიდერთა შეხვედრა “თბილისსა” და “რუსთავი 1”-ს შორის.

4 პარტია ყაიმით დამთავრდა, შედეგიან თამაშებში ნინო ხომერიკმა (თბილისი) ქეთი წაწალაშვილი (რუსთავი) დაამარცხა, ხოლო თამაზ მგელაძემ (რუსთავი) – მერი არაბიძე (თბილისი).
მესამე ლიდერმა ბათუმის “ნონამ” “მშრალი” ანგარიშით – 6:0 ქუთაისის “იმერეთს” მოუგო და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
გურიის “ოზურგეთმა” 4:2 სძლია თბილისის “ამომავალ ვარსკვლავს”, ხოლო ზუგდიდის “ზუგდიდმა” მინიმალური ანგარიშით დაჯაბნა “რუსთავი 2”-ს ექვსეული.
ამრიგად, ფინიშამდე 2 ტურით ადრე პირველობას “ნონა” და “თბილისი” ინაწილებს. ჩემპიონობის ბრძოლაში მათი დაპირისპირება ბოლო, მეშვიდე ტურში გაიმართება.

სატურნირო ცხრილი:
1. “ნონა” – 9 (24,5) ქულა;
2. “თბილისი” – 9 (24) ქულა;
3. “რუსთავი 1” – 7 (22,5) ქულა;
4. “ოზურგეთი” – 4 (12) ქულა;
5. “ზუგდიდი” – 4 (12) ქულა;
6. “ამომავალი ვარსკვლავი” – 4 (11) ქულა;
7, ”რუსთავი 2” – 2 (10) ქულა;
8. “იმერეთი” – 0 (4) ქულა;

0.124908