ფეხბურთი

23:13 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტანიმირ სტოილოვი: "ჩაკვეტაძემ გაგვაწამა!"

ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა საქართველოსთან (1:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბულგარელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველო კლასით უფრო მაღალი დონის გუნდია, ვიდრე ყაზახეთი.

გარდა ამისა, ხაზი გაუსვა გიორგი ჩაკვეტაძის გამორჩეულ თამაშს:

„პირველი ტაიმი ჩვენთვის ბევრად კარგი იყო, ზონებს კარგად ვკეტავდით, ერთი რეალური საგოლე მომენტიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. გიორგი ჩაკვეტაძემ კი უდიდესი პრობლემები შეგვიქმნა.

მოტივაციას რაც შეეხება, მე უფრო ვფიქრობ, რომ კლასი არ გვეყო. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ვერ მოვახერხეთ მისი სათანადოდ ჩაკეტვა და მან გამოიყენა შანსი. ჩვენ კი პირველ ტაიმში დიდებული შანსი გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა მოედანზე და ისინი მაქსიმალურად სცდილობდნენ ნდობა გაემართლებინათ.

გუშინაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ საქართველოს ნაკრები კლასით უკეთესი გუნდია. ჩვენი მთავარი პრობლემა კი შეტევაში თამაშია და ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ.

ასეთ გარემოში თამაშით პოზიტიური გამოცდილება მივიღეთ. რაც უფრო მეტ შეხვედრას ჩავატარებთ ასეთ სიტუაციაში, ეს მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის“, - განაცხადა სტოილოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის A ჯგუფი 16 ქულით მოიგო და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა. ნახევარფინალი კი 2020 წლის მარტში გაიმართება.

0.105815