სხვა

18:58 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა: მეექვსედ 8 გუნდით  

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის უმაღლსი ლიგა ხელბურთში. პირველ დღეს თელავი სტუ-იმედმა 41-33 დამარცხა გორი, თბილისის პეგასმა მოუგ სპორტის უნივერსიტეტის გუნდს, 43-31.

აღმოსავლეთის ოთხეული სამშაბათ-ოთხშაბათსაც ითამაშებს ერთმანეთში, 25-27 ნოემბერს კი ანალოგიურ ტურს ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართავენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ქუთაისი, წყალტუბო და სამტრედია. პირველი წრის საერთო ტური 10-13 დეკემბერსაა თბილისში. ფორმატი უცვლელია - სამწრიან რეგულარულ სეზონში რვა გუნდი 21-21 მატჩს გამართავს, შემდეგ კი ოთხი საუკეთესო გუნდი ფინალურ ოთხეულში გაარკვევს ჩემპიონის ვინაობას.

მეექვსე სეზონია, უმაღლეს ლიგაში 8 გუნდი თამაშობს. წლეულს გაერთიანდა ორი კლუბი - თელავის იმედი და სტუ, ხოლო გამოთავისუფლებული, მერვე ადგილი დებიუტანტმა, სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა შეავსო. ხვალ თამაშობენ სპორტუნი - იმედი-სტუ თელავი, გორი - პეგასი.

ტრადიციულად, ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟისა და ჩანაწერების ნახვა სეგიძლიათ ხელბრთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

19 ნოემბერი, არენა 2

იმედი-სტუ თელავი - გორი 41-33

იმ: ცინცაძე 1, ხიდეშელი - ცისკარიშვილი 8, დოლმაზაშვილი 7, მაისაშვილი 7, კორსანტია 6, გავაშელიშვილი 5, ყორიაული 3, გოგალაძე 2, ბაინაზიშვილი 1, ამირანაშვილი 1, ბერაძე - მწვ. კეკელიძე, ორჯონიიძე, მეტრეველი

გორ: ვათიაშვილი, ჯაფარიძე - მჭედლიშვილი 12, ზუბიაშვილი 5, ახალბედაშვილი 4, დალაქიშვილი 4, გუდურაშვილი 4, ტარუაშვილი 2, ნიაზაშვილი 2, ხუბულური - მწვ. მამაცაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

პეგასი - სპორტუნი 43-31

პეგ: გორგოძიანი, დიხამინჯია - ბაძაღუა 10, კუხალაშვილი 10, გრიშიკაშვილი 6, ზარნაძე 5, შუბითიძე 3, კალანდაძე 3, ჟვანია 2, დგებუაძე 2, კოხრეიძე 1, პატაშური 1, გვაზავა - მწვ. კალანდაძე, სახვაძე

სპ: ხარაიშვილი - გ. იობაშვილი 10, ჩიკვილაძე 6, თიგიშვილი 5, ჩაკვეტაძე 3, გულდედავა 3, გოდელაშვილი 2, ერისთავი 2 - მწვ. შარანგია, სამადაშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი - ი. ჭკუასელი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

20 ნოემბერი, არენა 2

13:00 სპორტუნი - იმედი-სტუ თელავი

15:00 გორი - პეგასი

21 ნოემბერი, არენა 2

13:00 გორი - სპორტუნი

15:00 იმედი-სტუ თელავი - პეგასი

25 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 ბსბ ბათუმი - წყალტუბო

16:00 ქუთაისი - სამტრედია

26 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 სამტრედია - ბსბ ბათუმი

16:00 წყალტუბო - ქუთაისი

27 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 წყალტუბო - სამტრედია

16:00 ბსბ ბათუმი - ქუთაისი

პირველი წრის საერთო ტური: 10-13 დეკემბერი, არენა 2

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169257