ჭადრაკი

15:00 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტებმა ისევ იმარჯვეს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქვეყნის რიგით მეხუთე საკლუბო ჩემპიონატის მეოთხე ტურმაც ფავორიტთა ჰეგემონიით ჩაიარა.

გამანადგურებელი ანგარიშით 5.5:0.5 მოიგეს მატჩები: “თბილისმა” – “ამომავალ ვარსკვლავთან” და “რუსთავი1”-მა – “ზუგდიდთან”. 5:1 გაიმარჯვა “ნონამ” – “ოზურგეთთან”. შედარებით “მოკრძალებული” ანგარიშით (4:2) იმარჯვა “რუსთავი 2”-მა – “იმერეთთან”.
ოთხი ტურის შემდეგ, ოთხი გამარჯვებით ლიდერობას “თბილისი” ინარჩუნებს.
2-3. “რუსთავი 1”, “ნონა” – 7 ქულა;
4. “ამომავალი ვარსკვლავი” – 4 ქულა;
5-7. “ზუგდიდი”, “ოზურგეთი”, “რუსთავი 2” – 2 ქულა;
8. “იმერეთი” – 0 ქულა.
შვიდ ტურად მიმდინარე ტურნირის მე-5 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ცენტრალური “თბილისისა” და “რუსთავი 1”-ს დაპირისპირება იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092297