სხვა

14:37 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მეხუთედ დამარცხდა (+VIDEO)

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი წლის დასკვნით სუპერტურნირზე ისევ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა.

ტოჩინოშინი, რომელიც ნოემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ირჯება, დღეს, ტურნირის ლიდერ – აღმოსავლეთის კომუსუბი ტაკაკეიშოს გაეჯიბრა და ოშიტაოშით დამარცხდა. იაპონელმა ჩვენებურს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, მძლავრად მიაწვა და დოჰიოზე დაანარცხა.
ამგვარად, ტაკეკეიშომ 9 დღის თავზე მე-8 გამარჯვება იზეიმა და ისევ პირველ ადგილზეა, ტოჩინოშინს კი უკვე 5 წაგება მოუგროვდა. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე დასავლეთის პირველი სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 13:5-ს ამარვხებს.
რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში დადებით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც დღეს კაგამიო (მე-4 ნომერი) იორიტაოშით დაჯაბნა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ფუკუოკაში პირველი განთესვით ირჯება და ნებისმიერი დადებითი ბალანსი მე-2 დივიზიონ ჯურიოში დააბრუნებს. ახლა, ჩვენებურის მაჩვენებელი 3 მოგება და 2 მარცხია.

0.128226