ფეხბურთი

14:14 | 19.11.2018 | ნანახია NaN - ჯერ

WWW.FANSHOP.GE - პირველი ონლაინ-მაღაზია ფეხბურთის გულშემატკივართათვის უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს მორიგ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. ქართული ფეხბურთის ქომაგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირებისა და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდზე - www.fanshop.ge უკვე შეუძლიათ.

პროდუქციის შეძენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილზე უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებს.

ამასთან, გულშემატკივარს ნაკრების ოფიციალური ეკიპირებისა და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩის დღეს. 19 ნოემბერს "დინამო არენას" ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ სტენდებზე შეეძლება.

ონლაინ-მაღაზია ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და გულშემატკივარს სამომავლოდ პროდუქციის სხვადასხვა ნაირსახეობას შესთავაზებს.

www.gff.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 13.06.2021
გუსანი (746)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:58 | 12.06.2021
100% (432)

ოთარ მაგრად მიყვარს შენი თამაშის ყურება, წარმატებები.

21:28 | 12.06.2021
ilia_juventus (2091)

ჰაჰა კარგი იყო. მიდი კაკაბ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072462
სარეკლამო ადგილი - 99
X x X