საქართველოს და ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩზე, რომელიც დღეს გახლავთ დაგეგმილი, უკვე 46 686 ბილეთია გაყიდული. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობილია, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდებს უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზონში ჯგუფში პირველობა განაღდებული აქვთ, თუმცა, დასკვნით ტურში გამარჯვება საპლეიოფო ბრძოლებისას გაცილებით უკეთეს ვითარებაში ჩაგვაყენებს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-ყაზახური დაპირისპირება თბილისის “დინამო არენაზე” 19 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება და იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონზე 54 ათას მაყურებლამდე ეტევა, ბილეთი კი მხოლოდ ლარი ღირს, თამაშზე სრულ ანშლაგს უნდა ველოდეთ.