ფეხბურთი

23:40 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებში ვლადიმერ დვალიშვილი გამოიძახეს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყაზახეთთან შეხვედრაში გიორგი ნავალოვსკი, ბაჩანა არაბული და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან. სამივე ფეხბურთელი ტრავმირებულია და მათი თამაში გამოირიცხა.

როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, ხსენებული მიზეზის გამო ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში თბილისის „საბურთალოს“ თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი გამოიძახა.

გუნდმა „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართა, რომელშიც 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, 21:0 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126697