ფეხბურთი

0:02 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ატეიტის თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

დინამო თბილისის 11 წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში ატეიტის თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თბილისელები კურსკის საფეხბურთო სკოლას შეხვდნენ და 4:2 დაამარცხეს მეტოქე. გოლები თორნიკე რეხვიაშვილმა, ვახო სალიამ, ლაშა ხუციშვილმა და ანდრია აბაშიძემ გიტანეს. ამრიგად რევაზ გვარაკიძის გუნდმა ბრინჯაოს მედლები და მცირე თასი დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ ტურნირში 40 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საბურთალოც, რომელმაც საბოლოოდ მერვე პოზიცია დაიკავა, ხოლო ლივერპულმა გათამაშება მეთორმეტე ადგილზე დაასრულა. ატეიტის თასის საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული - ლუკა წულაიამ მიიღო.

ლურჯ-თეთრებმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი შეხვედრა ჩაატარეს და ოთხივეში დიდი ანგარიშით იმარჯვეს. დინამომ პირველ მატჩში შვედურ ვასალუნდს 3:0 აჯობა. გოლები ვახო სალიამ, თორნიკე რეხვიაშვილმა და ლაშა ხუციშვილმა გაიტანეს. მეორე პაექრობა დინამოს მოსკოვის დევიატკასთან ჰქონდა. თბილისელებმა მეტოქე 4:0 დაჯაბნეს, გოლები რუსების კარში საბა კაკულიამ, ნიკა გვაზავამ, კობა კაკაშვილმა და ანდრია აბაშიძემ გაიტანეს. მესამე მატჩში ჩვენმა გუნდმა ლატვიურ დაუგავპილსს ვახო სალიას ჰეთ თრიქით 3:0 მოუგო. იმავე ანგარიშით ვილნიუსის ჟალგირეიტისი დავამარცხეთ. გოლები ლიეტუველებს ლაზარე ნათენაძემ, კობა კაკაშვილმა და ვახო სალიამ გაუტანეს. მეოთხედფინალში დინამომ ლატვიურ ტუკუმსს ლაშა ხუციშვილის გოლით 1:0 აჯობა, ნახევარფინალში კი ლატვიურ მეტასთან მატჩი 0:1 დავთმეთ. 23 ნოემბრიდან ატეიტის თასზე დინამო თბილისის 10 წლამდე ფეხბურთელებიც იასპარეზებენ.

FCDINAMO.GE

0.112941