კალათბურთი

20:40 | 18.11.2018 | ნანახია NaN - ჯერ

საქართველოს და თბილისის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა

18 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2018-2019 წლების სეზონის 18-წლამდელთა საქართველოს და თბილისის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა.

კენჭისყრის შედეგად ტურნირში მონაწილე გუნდები 4 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჩემპიონატის ჩატარების სისტემის მიხედვით ქვეჯგუფიდან გასული 2 საუკეთესო გუნდი პლეიოფში და საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს, ხოლო დარჩენილი გუნდები სურვილის მიხედვით თბილისის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

18-წლამდელთა საქართველოს და თბილისის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

ჩემპიონატი 22 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.

www.gbf.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.076948