სპორტკომპლექს არენაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩები ჭაბუკთა შორის. მთავარ მატჩში პეგასმა 17-12 დაამარცხა ყვარელი და ხუთიდან 5 მოგებით ლიდერობს.
ყვარელმა თავის მხრივ, მოუგო რუსთავს, რომელიც ასევე უდანაკარგოდ იყო. შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილებზე რუსთავისა და ყვარლის გუნდები არიან თითო წაგებით. 4-4 ქულა აქვთ, გორს, ქარელსა და ქარიშხალას. მომდევნო ტური 1 დეკემბერსაა დანიშნული.
პირველ ეტაპზე გამოვლინდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის ჩემპიონები, 5-5 საუკეთესო გუნდი კი გავა მეორე რაუნდში. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში, ფინალური ოთხეულის ტურნირის შემდეგ.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
ჭაბუკები, 17 წლამდე
18 ნოემბერი, არენა 2
ქარელი - თელავი 33-20
ქარიშხალა - გორი 21-13
ყვარელი - რუსთავი 28-17
ქარიშხალა - თელავი 29-21
გორი - ლაგოდეხი 24-18
პეგასი - ყვარელი 17-12
მსაჯები: ნ. კევლიშვილი-თ. კევლიშვილი, თ. ქიტესაშვილი - მ. ჩავჩიძე
დელეგატი: ბ. ორჯონიკიძე
----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ
პეგასი---------5---5---0---0--117-37--10
რუსთავი-----5---4---0---1--134-121--8
ყვარელი------4---3---0---1---81-49---6
გორი-----------4---2---0---2---72-73---4
ქარელი--------5---2---0---3---93-101--4
ქარიშხალა----5---2---0---3---94-111--4
ლაგოდეხი----4---0---0---4---38-83---0
თელავი-------4---0---0---4---58-112--0
5-5 საუკეთესო გუნდი გადის მეორე ეტაპზე
2 დეკემბერი, არენა 2
11:30 თელავი - რუსთავი
12:45 ყვარელი - ქარელი
14:00 ქარიშხალა - ლაგოდეხი
15:15 გორი - თელავი
16:30 ყვარელი - ლაგოდეხი







