ფეხბურთი

17:40 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტანიმირ სტოილოვი: "ჩაკვეტაძე? - ზედმეტი აჟიოტაჟი ალბათ კარგად ვერ იმოქმედებს"

ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა საქართველოსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ბულგარელი სპეციალისტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, შესაძლოა „ბარსელონა“ რომელიმე ფეხბურთელით დაინტერესდეს, თუმცა დასძინა, რომ ამან შესაძლოა თავად ფეხბურთელზე კარგად ვერ იმოქმედოს.

"ჩაკვეტაძე? - ზედმეტი აჟიოტაჟი კარგად ალბათ ვერ იმოქმედებს. თუმცა მივესალმები, რომ ასეთი ქვეყნებიდან, როგორიც საქართველო ან ყაზახეთია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელით დაინტერესდნენ დიდი გუნდები, მაგალითად „ბარსელონა“, - განაცხადა სტოილოვმა.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონამდე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩვენებურს გერმანული გუნდები „დორტმუნდი“, „აინტრახტი“ , "ბაიერნი" და „ლევერკუზენი“ აკვირდებიან.

0.118694