ფეხბურთი

16:37 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ანდორასთან ფრემ გამოგვაფხიზლა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახეთთან მატჩამდე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ფეხბურთელებმა ანდორაში წარუმატებელი თამაში გაანალიზეს და პასუხისმგებლიბას საკუთარ თავზე იღებენ.

ამასთან, ნიკა აღნიშნა, რომ ყაზახეთის ნაკრებს კარგად იცნობენ, მაგრამ დეტალბეზე საუბრისგან თავი შეიკავა:

„გავაანალიზეთ ანდორასთან თამაში. ფეხბურთელების დასკვნაა, რომ ეს იყო კონკრეტული თამაში, რომელიც იმ დონეზე ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია. იყო გარკვეული მიზეზები, ტრავმირებული ფეხბურთელები, მინდორი, მაგრამ თამაშის ხარისხს მთლიანად ჩვენს თავზე ვიღებთ, რადგან მეტი შეგვიძლია. ეს აქამდეც გამოჩნდა, გულშემატკივარს ნელ-ნელა ვაბრუნებთ სტადიონზე.

გვქონდა დიდი მოტივაცია, რომ ექვსივე თამაში მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. თუმცა, ფეხბურთი ასეთია. ეს ფრე გარკვეულწილად გამოღვიძება იყო. ფეხბურთელებმა ვიცით რა შეგვიძლია და ამის დამტკიცებას ხვალინდელ შეხვედრაში ვეცდებით.

გამიჭირდება მეტოქის ტაქტიკურ სქემაზე საუბარი. ეს მწვრთნელმა უკეთ იცის. თუმცა, ჩვენც ვიცით, ყაზახეთის პლიუს-მინუსები. არ მინდა, ამაზე დეტალურად საუბარი. მაგრამ, ერთს ვიტყვი, რომ ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვების მოსაპოვებლად“, - განაცხადა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, „დინამო“ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

0.117845