საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა ისაუბრა, როგორც ანდორასთან ჩატარებულ შეხვედრაზე, ისე მომავალ მატჩზე.
ვაისის განცხადებით, ანდორაში გუნდმა თავდასხმაში სუსტი თამაში აჩვენა, რაც ქულების დაკარგვის მთავარი მიზეზი გახდა. ყაზახეთთან კი, ნაკრები მოედანზე მოსაგებად გავა, რადგან მნიშვნელოვანი თამაშია. სლოვაკმა ასევე დააანონსა შემადგენლობაში ცვლილებებიც:
„პირველი ადგილი ჯგუფში უკვე მოპოვებული გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან გვინდა, რომ დივიზიონში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ცვლილებები ნამდვილად იქნება. ნავალოვსკი ნამდვილად ვერ ითამაშებს. 100%-ით მზად არ არის დღევანდელი მონაცემებით არაბულიც, ხოლო სხვა ფეხბურთელები ყველანი მზად არიან. თუმცა, ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ანდორაში თამაში ადვილი არაა. ზოგადად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ შეტევის ხაზში გეგმა ვერ შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც მეკარის შეცდომის გავიდა. საბოლოოდ, შეტევაში ცუდი თამაში გახდა იმის მიზეზი, რომ ქულები დავკარგეთ. თუმცა, ეს უკვე წარსულია და ვეცდებით, რომ ყაზახეთთან კარგი თამაში ვაჩვენოთ და მოვიგოთ.
მოხარულები ვართ, რომ საწყის 4 ტურში მოვიპოვეთ პირველი ადგილი, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. რაც შეეხება ექსპერიმენტებს, საქართველოს ნაკრებს ახლა არ აქვს ამის უფლება, რადგან ისედაც ბევრი ფეხბურთელი აკლია ტრავმის გამო და მოედანზე მოცემულ ვითარებაში საუკეთესო ფეხბურთელები გავლენ.
არ ვფიქრობ, რომ ანდორაში ზედმეტად ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ. ხოჭოლავა დიდ გუნდში თამაშობს, კიტეიშვილი „შტურმის“ საუკეთესო ფეხბურთელია, ტაბიძე რუსეთში სტაბილურად თამაშობს და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება არაბულს, ის მომენტი რომ გამოეყენებინა, დღეს სხვა სურათი ექნებოდა, თუმცა, ეს უკვე წარსულია. ჩვენ არ გვაქვს ამხანაგური თამაშები და ვფიქრობ, სწორედ ასეთ თამაშში უნდა გამოვცადოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ახლა კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყაზახეთის დასამარცხებლად. ლორიას რაც შეეხება, ვნახოთ ითამაშებს თუ არა, ხვალ.
თქვენ შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რაც შეეხება ფეხბურთელებს, როცა ვაკრიტიკებ, იმიტომ, რომ შემდეგ მოუმატონ და უკეთ ითამაშოს. რაც შეეხება ცვლილებებს, შეიძლება დაგეთანხმოთ, რადგან თავდასხმაში ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შეცვლები ალბათ დაგვიანებულიც იყო.
მინდა აღვნიშნო, რომ ანდორასთან ძალაინ გვაკლდნენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ჯაბას ჰქონდა ჯანმრთელების პრობლემა და სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გავიდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არაა“, - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, „დინამო“ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
250 кг ალბეგოვმა მგონი 2012-ში ასწია, თორემ წელს ლოვჩევმა რუსეთის ჩემპიონატი 200 და 245 კგ-ით მოიგო.
წელს რუსეთის პრეზიდენტის თასზე 235 დააფიქსირა. 260 როდის ასწია ვერ ვიხსენებ. 2013-ში მსოფლიო რომ მოიგო მაშინაც ნაქსიმუმი 255 დააფიქსირა.
შედი ბრატ იუთუბიზე და ჩაწერე ალბეგოვი 260 კილო და ამოგიგდებს
ლაშამ მსოფლიოზე თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა პირველად 200 კილო გააცუდა და მერე კიდევ 200-თან მივიდა და შემდეგ 207 აწია და პირველი ცდა რომ არ გაეფუჭებინა მერე კიდევ მოუმატებდა 3 კილოს და 210 -ს დააფიქსირებდა ჩემი ვარაუდით.
აკვრაში კი მეორე ცდაზე აშკარად უსამართლოდ არ დაუფიქსირეს 247 კილო და ისევ იგივე წონის აწევა მოუწია უეჭველი ვერცხლის მედალი ამჯობინა და სწორიც იყოო და რომ არა მსაჯების საქციელი მინიმუმ 250 კილოს აწევდაა.
ამის დასკვნას იქედან გამომდინარე ვამბობ, რომ 207 და 248 კილოებს საკმაოდ იოლად წევს და 3 და 5 კილოს მომატება მინიმუმ შეუძლიაა
მსოფლიოზე აკვრაში ლაშა მეტს აჩვენებდა, მაგრამ 247 - ზე მეორე ცდა არ ჩაუთვალეს, არადა კარგად ასწია შტანგა და ოდნავ (ვითომ) მარჯვენა იდაყვის მოხრა დაუფიქსირეს, რის გამოც ეს ცდა დაკარგა და მესამე ცდა იგივე წონაზე მიიტანა. ასე მგონია, რომ ოლიმპიური ოქროსთვის საკმარისი იქნება 210 ატაცში და 250 აკვრაში - ანუ ჯამში 460 კგ-ს ჩვენება, რაც ლაშას თავისუფლად შეუძლია.
ალბეგოვმა რუსეთის ჩემპიონატში 260 კილო აწია და არამგონია ლაშას 250 ეყოს, მე მგონია რომ ლაშას 255 კილოს აწევაც შეუძლია და ატაცში 210 და ამ წონით მართლა რეალური იქნება ჩემპიონობა
მოკლეეედ ტალახაძე სერიოზული მომავალია, თუ გეგმაზომიერად მიყვება ოლიმპიური ჩემპიონობა არ უნდა გაუჭირდეს მისი ასაკიდან გამომდინარე
ისე სადმე ვიდეო თუ არსებობს დადეთ
ტალახაძემ 3 ცდით ასწია ეს წონები თუ პირველივე ცდებზე ეს წონები ასწია და გაინაღდა ჩემპიონობაა
ტალახაძეს ნახევარი ძალით მოუგიაა
ერთის მხრივ ჭკვიანურად მოიქცა ლაშა და თავისი მაქსიმუმი არ აჩვენა მსოფლიოს, ჯერ ოლიმპიადაა წინ და ყველას ლაშას მაქსიმუმი 207, 248 გონია და ჩემი ფიქრით ლაშას მეტი შეუძლია რასაც ოლიმპიადაზე აჩვენებს