ხელის ტრავმის შემდეგ სამთვიანი პაუზის შემდეგ კორტსდაბრუნებულმა რაფა ნადალმა პეკინის China Open-ზე მიჯრით მეორე მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. 28 წლის მალიორკელმა ამჯერად გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:3, 6:4 მოუგო.
რეიტინგსიის მეორე ნომერ ნადალისა და კლასიფიკაციაში 112-ე საფეხურზე მყოფი გოიოვჩიკის პაექრობამ საათსა და 44 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში რაფამ 2 ბრეიკი, 6 ეისი შეასრულა და გერმანელთან პირადი შეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა.
ჩინეთის დედაქალაქის შეჯიბრების მეოთხედფინალში ნადალი სლოვაკ მარტინ კლიჟანს შეხვდება. ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე ლატვიელი ერნესტს გულბისის უარის შედეგად გავიდა.