ფეხბურთი

20:15 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" "ეტიჰად სთედიუმის" გაფართოებას გეგმავს

"მანჩესტერ სიტი" გულშემატკივრებს შეხვდა და "ეტიჰად სთედიუმის" გაფართოების საკითხი განიხილა. აღნიშნული ინფორმაცია Mail On Sunday-მ გაავრცელა.

პრემიერლიგის კლუბი გეგმავს სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მაყურებელთა რაოდენობა 8,000-მდე გაზარდოს და ჯამში "ეტიჰადის" 63,000-მდე ადამიანის დატევას შეძლებს.

გულშემატკივრებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტადიონის სამშენებლო კომპანიის ISG-ს წარმომადგენლები და ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, სამუშაოები შესაძლოა შემდეგი წლის ზაფხულიდან დაიწყოს.

0.124752