„დალას მავერიკსმა“ საკუთარ დარბაზში „გოლდენ სტეიტი“ 112:109 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი ბოლო წუთი აღმოჩნდა, სადაც ტეხასელებმა უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. სტეფ კარი „მეომრებს“ ტრავმის გამო კიდევ ვერ დაეხმარა. კევინ დურანტმა 32 ქულა ჩააგდო. „დალასში“ ლუკა დონჩიჩი 24 ქულით, 9 მოხსნით და 4 პასით გამოირჩა. ოკლენდელები 12 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე არიან.
„შარლოტ ჰორნეტსი“ შინ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 110:110 დასრულდა. დამატებითი 5-წუთეული „ფილადელფიის“ უპირატესობით წარიმართა, მაგრამ „შარლოტელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს (119:119), მატჩის ბოლო წამზე ფილადელფიელთა ახალწვეულმა ჯიმი ბატლერმა სამქულიანი ჩააგდო და გუნდს გამარჯვება მოუპოვა. „ფილადელფიაში“ 33 ქულით ემბიდი გამოირჩა. „ჰორნეტსის“ ლიდერმა კემბა უოკერმა კარიერაში ყველაზე მეტი 60 ქულა ჩააგდო, რაც მისი გუნდის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ჩიკაგო ბულზი“ საკუთარ დარბაზში „ტორონტოსთან“ 83:122 განადგურდა. კანადელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს. მატჩში ყველაზე მეტი 18 ქულა ვანვლეეტმა ჩააგდო. „ტორონტო“ 13 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
„ორლანდომ“ „ლეიკერსს“ 130:117 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „მეჯიქმა“ 37:22 მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა ვუჩევიჩი გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. ლებრონ ჯეიმსს 22 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა ჰქონდა.
„ბრუკლინი“ – „კლიპერსი“ 119:127 (37:32, 30:28, 30:30, 22:37)
https://www.youtube.com/watch?v=9cIdrr-xjQo
„შარლოტი“ – „ფილადელფია“ 119:122 (30:42, 26:21, 30:19, 24:28, ო.ტ. 9:12)
https://www.youtube.com/watch?v=Au_6dkQWuCM
„ინდიანა“ - „ატლანტა“ 97:89 (25:24, 22:32, 26:16, 24:17)
https://www.youtube.com/watch?v=qfuLDoc-OaQ
„ნიუ ორლეან პელიკანსი“ – „დენვერი“ 125:115 (37:35, 33:32, 28:21, 27:27)
https://www.youtube.com/watch?v=odAfgPyqsAY
„ორლანდო“ – „ლეიკერსი“ 130:117 (25:31, 37:22, 38:28, 30:36)
https://www.youtube.com/watch?v=zTDvxUGeO5c
„ბოსტონი“ – „იუტა“ 86:98 (20:29, 25:21, 17:27, 24:21)
https://www.youtube.com/watch?v=5f0MTzqhW7s
„ჩიკაგო“ – „ტორონტო“ 83:122 (18:27, 26:30, 12:32, 27:33)
https://www.youtube.com/watch?v=WSdXoJGLP5Y
„ჰიუსტონი „ – „საკრამენტო“ 132:112 (36:29, 35:30, 38:27, 23:26)
https://www.youtube.com/watch?v=BOf64mBK1lo
„დალასი“ – „გოლდენ სტეიტი“ 112:109 (26:22, 31:37, 25:27, 30:23)
https://www.youtube.com/watch?v=xN5j83tJcyI
„ფინიქსი“ – „ოკლაჰომა“ 100:110 (25:30, 17:17, 23:32, 35:31)
https://www.youtube.com/watch?v=hudDGZHPmS0