ფეხბურთი

11:45 | 18.11.2018 | ნანახია 878 - ჯერ

BBC-ის ვერსიით აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ნომინანტები ცნობილია

BBC-მ 2018 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ნომინანტები დაასახელა. კონტინენტის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის მედჰი ბენატია (მაროკო), კალიდუ კულიბალი (სენეგალი), სადიო მანე (სენეგალი), ტომას პარტეი (განა) და მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) იბრძოლებენ.

BBC-ის ვებგვერდზე ხმის მიცემა 17 ნოემბერს დაიწყო და 2 დეკემბერს დასრულდება. საუკეთესო ფეხბურთელს კი 14 დეკემბერს BBC World News-ის პირდაპირ ეთერში დაასახელებენ.

BBC-ი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1992 წლიდან ასახელებს. პირველი გამარჯვებული აბედი პელე (განა) გახდა. გასულ წელს საუკეთესოდ გულშემატკივრებმა "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი დაასახელეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.137487