კალათბურთი

1:21 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ორმაგი დუბლი და გამარჯვება ყოფილ გუნდთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახა” ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” ესტუმრა და 95:84 იმარჯვა, ჩვენებურმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:53 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ რვავე (!) ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. გამოსარჩევია ამერიკელი ბრაიან რობერტსის გარჯაც, რომელმაც მალაგელებს 20 ქულა შესძინა.
“უნიკახამ” 7 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, შინ, “მურსიასთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099966