ფეხბურთი

0:07 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანმა ფარერებს მოუგო, კოსოვომ მალტა გაანადგურა

ერთა ლიგის დღევანდელი მატჩებიდან, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ცხადია, D ლიგის მე-3 ჯგუფის შეხვედრები იყო, რადგან აზერბაიჯანი ან კოსოვო საქართველოს სავარაუდო მეტოქეები არიან ტურნირის ნახევარფინალში.

ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანელებმა ფარერებს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე უმასპინძლეს და დიმიტრი ნაზაროვისა და მახირ მადათოვის გოლებით 2:0 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელმა, გურბან გურბანოვმა თქვა, რომ შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა და ბოლო ტურში კოსოვოში გამარჯვებასაც შეეცდებიან.

„ყველფრი ისე მოხდა, როგორც გვინდოდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ბიჭებს უკვე ვუთხარი, რომ კოსოვოში გასამარჯვებლად მივდივართ. ფეხბურთელებს კარგად ესმით ასეთი მატჩების მნიშვნელობა. მთვარია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და არაფრის შეგვეშინდეს.“ - დასძინა გურბანოვმა პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, კოსოვომ მალტაში, „ტა ქალის“ სტადიონზე, მასპინძელთაგან ქვა-ქვაზე არ დატოვა. ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა და ჯგუფს 11 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. აზერბაიჯანელებმა 9 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილზე დგანან. ოთხქულიანი ფარერები მესამე პოზიციაზე არიან, ორქულიანი მალტა კი ბოლო - მეოთხეზე.

ჯგუფის მთავარი მატჩი კი 20 ნოემბერს, პრიშტინაში, „ფაილ ვოკრის“ სტადიონზე გაიმართება, კოსოვო აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

აზერბაიჯანი - ფარერები 2:0

1:0 ნაზაროვი (18), 2:0 მადათოვი (28)

მალტა - კოსოვო 0:5

0:1 მურიჩი (15), 0:2 კოლოლი (70), 0:3, 0:4 ავდიაი (78, 80), 0:5 რაშიცა (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127285