ფეხბურთი

23:16 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთი B ლიგიდან გავარდა

ერთა B ლიგის, მე-2 ჯგუფის, მე-5 ტურის მატჩში, თურქეთის ნაკრებმა შინ შვედეთთან 0:1 წააგო, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და მომავალ ტურნირში ერთი რანგით დაბალ ლიგაში იასპარეზებს.

ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე, ამჟამად „ჰელსინგბორგის,“ მანამდე კი „კრასნოდარში“ თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელმა, ანდრეას გრანკვისტმა გაიტანა თერთმეტმეტრიანით.

ახლა შვედები 4 ქულით ცხრილში მეორე ადგილზე დგანან და თუ ბოლო ტურში, 7-ქულიან ლიდერ რუსეთს მოუგეს, პლეი ოფშიც გავლენ და A ლიგაშიც აღზევდებიან.

ერთა B ლიგა. მე-2 ჯგუფი

თურქეთი - შვედეთი 0:1

0:1 გრანკვისტი (71, პენ)

0.119831