ძიუდო

23:00 | 17.11.2018 | ნანახია 1651 - ჯერ

შავდათუაშვილის ბრინჯაო გრან პრიზე

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ჰოლანდიურ ჰააგაში მიმდინარე გრან-პრის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

შავდათუაშვილმა ტურნირზე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა. ლაშამ პირველ ორთაბრძოლაში ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს 3 შიდო აჰკიდა, გერმანელი შამილ ძავბატიროვი ორიოდ წუთში დააიპონა, მეოთხედფინალში კი, ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასთან “გოლდენ სქორში” მე-3 შიდო თავად მიიღო.
ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში რუსი დენის იარცევი იპონზე დასცა, ბრინჯაოს მედლისთვის კი მარათონული ორთაბრძოლა გადაიტანა და გერმანელ ანტონი ზინგს დამატებით დროში მე-3 შიდო მიაღებინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჰააგის გრან პრის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) გახდა, ამდენად, ქართული დელეგაციის აქტივში უკვე 2 მედალია.
დღესვე საქმეში ზებედა რეხვიაშვილიც ვიხილეთ, რომელიც ფრანგ ნიკოლა შილარს ვაზარით უგებდა, თუმცა, მეტოქის ილეთისას ფეხი უხერხულად მოჰყვა, ვაზარიზე დაეცა, მალევე კი იპონით წააგო, თუმცა, უფრო ცუდი ისაა, რომ ტატამი კოჭლობით სხვათა დახმარებით დატოვა და დიდი შანსია, მძიმე ტრავმაც ჰქონდეს...
ხვალ, გრან პრის დასკვნითი დღეა და საქმეში კიდევ ორ ჩვენებურს ვიხილავთ: 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი ჰოლანდიის წარმომადგენელ ტომ ბონეშანსკერს გაეჯიბრება, 100 კგ-ში კი ვარლამ ლიპარტელიანი, ასევე მე-2 წრეში რუმინელი ვალენტინ რადუს დამარცხებას ეცდება.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:39 | 18.11.2018
lagashi (6738)

კუკოლი შერაზადამ წელს იჭიდავეს რომელიღაწა ტურნირზე, ულამაზესი ჭიდაობა გამოუვიდათ..

17:21 | 18.11.2018
tiko (6769)

კარგი ფინალი გველის, კუკოლი შერაზადა

17:18 | 18.11.2018
tiko (6769)

შერაზადა მაგარი ხარ , დღეს ოქრო შენია

17:18 | 18.11.2018
sanzona (3181)

ეეე ამ ბანძი გრან პრის გამო იაპონიის გრანსლემი ვეღარ უნდა იჭიდაონ ლიპომ და ჩირიკამ. რა ეტაკათ ორივემ უწყინარ სიტუაციაში მიიღეს ტრავმები. ასეთი დამთხვევა?

17:19 | 18.11.2018
tiko (6769)

ძალიან ცუდია

17:08 | 18.11.2018
Socrates (1377)

შერეზადიშვილი მაგრად ჭიდაობს, მსოფლიოს ჩემპიონი დამსახურებულადაა. 90 კილოში ბექაური მოდის ძალიან მაგარი ბიჭი და ერთ-ერთს უეჭველი ამოაგდებს შემადგელობიდან ან ბექას ან ჩირიკას, თუმცა ოლიმპიადაზე ალბათ ბექასა და ჩირიკას შორის წავა კონკურენცია...

17:05 | 18.11.2018
tiko (6769)

ლიპოს ტრავმა კიდე

17:00 | 18.11.2018
tiko (6769)

ბექამ მენისკის ოპერქაცია გაიკეთა და ჩირიკამაც ტრავმა მიიღო 90 კილო გვიჭირს

16:59 | 18.11.2018
Socrates (1377)

ძალიან საწყენია ორივემ ტრამვა მიიღო, იაპონიის გრანდსლემის წინ...

15:18 | 18.11.2018
Socrates (1377)

ისე ზებედას აღარ უნდა შეეშვან ვერ დებს ვერსად შედეგს, ძალიან ტექნიკურია, მაგრამ რად გინდა, ჯობია ახალგაზრდებზე გაკეთდეს აქცენტი, მაგარი ბიჭები მოდიან და მისცენ საშუალება თავის გამოჩენის

16:29 | 18.11.2018
tiko (6769)

100% გეთანხმები

15:15 | 18.11.2018
Socrates (1377)

ლიპარტელიანის და ჭრიკიშვილის ბოლოდროინდელმა მოქმედებებმა ალბათ ხალხს ცოტა ხალისი დაუკარგეს. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვქომაგობთ, თუმცა დიდი ენთუზიაზმი აღარ შეინიშნება

14:43 | 18.11.2018
tiko (6769)

სად ხართ ხალხო

10:47 | 18.11.2018
tiko (6769)

დღესაც ველით მედლებსსსსს

0.137733