ფეხბურთი

22:48 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთამდე: ნავალოვსკის თამაში გამოირიცხა, ჩაკვეტაძე საეჭვოა...

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩისთვის ეზმადება, რომელსაც ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, დამდეგ შეხვედრაში გიორგი ნავალოვსკი ვერ ითამაშებს, რომელმაც ანდორასთან დაპირისპირებისას ტრავმა მიიღო.

გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა ოთარ კიტეიშვილის საკითხიც და დიდი ალბათობით ვერც ის გავა მოედანზე. გიორგი ჩაკვეტაძემ და ბაჩანა არაბულმა კი დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშეს. მათი საკითხი სავარაუდოდ ხვალ გადაწყდება.

მოკლედ, როგორც ხედავთ, „ჯვაროსნები“ მნიშვნელოვან შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან.

უშუალოდ შეხვედრა კი 19 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

0.115914