კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ესპანეთთან გამართულ უეფას ერთა ლიგის შეხვედრაში მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის და ჯერჯერობით მისი დაბრუნების დრო უცნობია.
ივანმა ესპანეთთან მოგებულ (3:2) შეხვედრაში 68 წუთი ითამაშა და მის ნაცვლად მოედანზე ნიკოლა ვლასიჩი გამოვიდა. რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.