ფეხბურთი

21:42 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: „გერმანიის ნაკრებს მოუწევს დაქვეითებას შეეგუოს“

გუშინ, ერთა A ლიგის პირველ ჯგუფში, ჰოლანდიამ შინ ფრანგებს 2:0 მოუგო და ეს იმას ნიშნავს, რომ მათი თანაჯგუფელი, მრისხანე გერმანიის ნაკრები, ტურნირის შემდეგ გათამაშებას რანგით დაბალ, B ჯგუფში დაიწყებს.

„ჰოლანდიელებმა მსოფლიო ჩემპიონებს მოუგეს და ჩვენ ლიგიდან გავვარდით. ძალიან მწარეა მომხდარის აღქმა, მაგრამ მოგვიწევს შეგუება. - უთხრა იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდს, - ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ევრო 2020-ზე გასვლაა და ვიმედოვმებ, შესარჩევ ციკლს წარმატებით დავძლევთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობას ვაგრძელებეთ და მომავალ ევროზე ძლიერი გუნდით გვინდა წარვსდგეთ.

წლევანდელმა წელმა გაგვაწბილა. მაგრამ სეზონის ბოლო მატში გვინდა მაყურებელი კარგი თამაშით გავახაროთ.“

წლის ბოლო შეხვედრას „ნაციონალმანშაფტი“ ერთა ლიგის ეგიდით, 19 ნოემბერს გამართავს, გელზენკირხენში, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ.

0.108149