ფეხბურთი

17:33 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარელი მეკარის რეკორდი

ბულგარეთის ნაკრების მეკარე გეორგი პეტკოვი ისტორიაში შევიდა. ის გახდა ყველაზე ხანდაზმული მეკარე, რომელმაც ევროპის წარმომადგენელი ნაკრების ღირსება დაიცვა.

პეტკოვმა უეფას ერთა ლიგაზე კვიპროსის წინააღმდეგ 42 წლისა და 8 თვის ასაკში ითამაშა, რაც რეკორდია. გარდა ამისა, ბულგარეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა.

ისე კი, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში უთამაშია გიორგიოს კუდასია, რომელმაც საბერძნეთის ნაკრების ღირსება 48 წლის ასაკში დაიცვა.

0.11764