ფეხბურთი

14:43 | 17.11.2018 | ნანახია 3735 - ჯერ

Marca: "საოცარი პერსპექტივა აქვს და მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გავლენიანი გამოცემების ფურცლებზე ლამის ყოველდღე ხვდება. ამჯერად, ჩვენებურის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს.

„ეროვნული ნაკრების 6 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთა ლიგაზე თავი სამჯერ გამოიჩინა. მათ შორის, ანდორაში, სადაც „ბარსელონას“ სკაუტები აკვირდებოდნენ და კმაყოფილებიც დარჩნენ. „გენტში“ 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, თუმცა „ბაიერნიც“ ეპატიჟებოდა და მზად იყო 6 მილიონი გადაეხადა. მიმდინარე სეზონში რეგულარულად თამაშობს ბელგიის ჩემპიონატში, სადაც 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

ჩაკვეტაძე 1.83 სმ-ის სიმაღლის მქონე ტექნიკური ნახევარმცველია, რომელსაც მოედნის საოცარი ხედვა გააჩნია. ფანტასტიკურად მოძრაობს სისწრაფეში ბურთთან ერთად. მისი საყვარელი პოზიციაა კლასიკური 10 ნომერი ან მარცხენა ფლანგიდან შეტევა. ის მხოლოდ 19 წლისაა და მასიური პერსპექტივა აქვს, თუმცა რაღაც ნაკლოვანობები ჯერ კიდევ უნდა გააუმჯობესოს.

ბელგიაში მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. „ბარსელონა“ არაა ერთადერთი გუნდი, რომელიც ქართველს მჭიდროდ აკვირდება. ასევე დაინტერესებულნი არიან „ბორნმუთი“, „ტოტენჰემი“, დონეცკის „შახტარი“ და „ბაიერნი“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს ანდორასთან შეხვედრაში „ბარსელონას“ წარმომადგენლები დააკვირდნენ და ესპანური მედიის ცნობით, ჩვენებურმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. გუშინვე, გერმანულმა Kicker-მა გაავრცელა ცნობა, რომ გიორგის მიუნხენის „ბაიერნი“ აკვირდება.


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:43 | 18.11.2018
EQUILIBRIUM (343)

მართლა რა სასიამოვნოა როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ფეხბურთელზე იწერებიან ამდენს და თან გრანდთან ასოცირებენ.... დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ძალიანაც გამეხარდება თუ გადავა, ისეთი ნიჭი და მონდომება აქვს არსად დაიკარგება, ვერ ვხვდები ერთს რას ნიშნავს გააფუჭოს თუ თვითონ მოინდომებს ვერავინ გააფუჭებს და ამ ბიჭს მონდომება და ნიჭი არ აკლია, და განვითარებით ბარსაში რო განვითარდება ისე არამგონია სადმე განვითარდეს, ივარჯიგოს და თავის შანს დაელოდოს, მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად იქნება ერთ გუნდში ამაზე მეტი ბედნიერება ფეხბურთელისთის რა უნდა იყოს თან ახალგაზრდასთვის

22:55 | 17.11.2018
dinamo222 (8587)

მე მაინც მგონია რომ ჯერ არ უნდა წავიდეს ბარსაში იმიტომ რომ ისინი ეცდებიან სანამ შედარებით იაფი ღირს მანამდე დაითრიონ და მაგათი საკუთრება რომ იქნება ან სკამზე დასვამენ ან სადმე ჭ კლასის გუნდში გაანათხოვრებენ

23:01 | 17.11.2018
paatabasket (1253)

გეთანხმები მაგრამ არც შახტარში უნდა გადავიდეს იგივე ტაქტიკა აქვს შახტარსაც ფეხბურთელებს ყიდულობს და ანათხოვრებს ამით იღებს ტრანსფერის ფულს და მოგებშიც გადადის ბოლოს

22:47 | 17.11.2018
dinamo222 (8587)

ბარსა თურმე უკვე შეუდგა ჩაკვეტაძის გადაბირებას--stripslashes((strlen('https://www.crystalsport.ge/news/11901')>0?'-https://www.crystalsport.ge/news/11901':'-https://www.crystalsport.ge/news/11901'))

21:56 | 17.11.2018
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

სალამი ბიჭებო!
ჩემის აზრით ამაზე ნიჭიერი არაბიძეა უბრალოდ უაზრ ოხასიათი უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ სანამ კიდე გვიანი არაა)

22:50 | 17.11.2018
dinamo222 (8587)

18-19 წლის ასაკში არაბიძე მართლა ჯობდა მაგრამ ჯერ შახტარმა გააფუჭა და ეხლა ჩვენი ფედერაცია და მწვრთნელები აფუჭებენ @

22:07 | 17.11.2018
irakli111 (373)

რანაირად არის ამაზე ნიჭიერი კაი რა კი ბაზარი არაა არაბიძე ძაან ნიჭიერია მარა ეს ბევრად ჯობია

22:31 | 17.11.2018
სავაშა__ (6590)

აგვიხსენი გთხოვ, რით ჯობია ბევრად მაგრად მაინტერესებს. ბევრად მაგარი დრიბლინგი აქვს არაბიძეს, სასწაული დარტყმა, ჯარიმებს ურტყამს პენალტებივით და მაგარი ტვინია, მაგარ პასებს აკეთებს აი ჩაკვეტაძე რანაირად ჯობია BEVRAD, 30 მეტრიდან რო დაარტყას კარამდე ვერ მივა ბურთი ერთადერთი იმით ჯობია რო შრომისმოყვარეა :დ

22:59 | 17.11.2018
paatabasket (1253)

ვთვლი რომყენიადან დაწყებული ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ვერ გაიზარდა, ყენიას თამაში ვისაც ახსოვს შეიძლება ჩაკვეტაძეზე ბევრად ძლიერი დებიუტი ქონდა მაგრამ ტრამვები მერე ჯანო ოქრი ქვილითა ტრამვები ზარანდიაც მაგარი ბიჭია და ჩაკვეტაძეც ვნახოთ აბა რას იზავენ

18:38 | 17.11.2018
maradona73@bianko-nero (645)

.

18:32 | 17.11.2018
maradona73@bianko-nero (645)

3 წუთში 2 გოლი გაუშვეს აზერებისგან ...

18:30 | 17.11.2018
maradona73@bianko-nero (645)

აუ რა გოლი გაუშვეს ამ მასხარებმა, სირცხვილი აღარ იციან საერთოდ ...

17:53 | 17.11.2018
სავაშა__ (6590)

ისე რა ბანძი ჟურნალსიტები გვყავს))))) ბოლოს ინტერვიუ რომელ ფეხბურთელთან ჩაწერეთ? სხვებმა რო ჩაწერეს და დააკოპირეთ მაგას არ ვგულისხმობ 19 წლის ბიჭს ყველა გრანდი აკვირდება და ტიპები ფეხი ფეხზე გადადებულები ზიან, აზრად არ მოუვიდათ რო ვრცელი ინტერვიუ ჩაწერონ ფეხბურთელთან რომელსაც მთელი ქვეყანა იმედუთ შეჰყურებს))) ან ებრალიძე, გოგია, ჭანტურია - საინტერესოა ამ ფეხბურთელებთან ინტერვიუ. ან კვარაცხელია რომელიც ჩაკვეტაძეზე არანაკლებ ნიჭიერია

18:33 | 17.11.2018
maradona73@bianko-nero (645)

+1

17:08 | 17.11.2018
gogga78 (901)

დღეს იტალიასთან რონალდო თამაშობს თუ იცით?

17:00 | 17.11.2018
maradona73@bianko-nero (645)

19 წლამდელებს სად აჩვენებენ?

17:28 | 17.11.2018
akaki (1214)

stripslashes((strlen('https://www.bet365.com/#/IP/')>0?'https://www.bet365.com/#/IP/':'https://www.bet365.com/#/IP/')) ეს ვნახე მარტო ტრანსლიაცია არ ვიცი არის ტუ არა

16:38 | 17.11.2018
gogga78 (901)

დღეს იტალიასთან რონალდო თამაშობს თუ იცით?

16:59 | 17.11.2018
maradona73@bianko-nero (645)

არა

16:26 | 17.11.2018
dinamo222 (8587)

stripslashes((strlen('http://leadersport.ge/read.php?readId=11673&t=ბეგლარიშვილმა+ნეიმარს+და+მბაპეს+გაასწრო%C2%A0&fbclid=IwAR3JTlVX1PmmWZNGpVvxHQ0GIUvfOpUnn0U0bHjPg3D7_j8FbtvCPaP8xhA')>0?'http://leadersport.ge/read.php?readId=11673&t=ბეგლარიშვილმა+ნეიმარს+და+მბაპეს+გაასწრო%C2%A0&fbclid=IwAR3JTlVX1PmmWZNGpVvxHQ0GIUvfOpUnn0U0bHjPg3D7_j8FbtvCPaP8xhA':'http://leadersport.ge/read.php?readId=11673&t=ბეგლარიშვილმა+ნეიმარს+და+მბაპეს+გაასწრო%C2%A0&fbclid=IwAR3JTlVX1PmmWZNGpVvxHQ0GIUvfOpUnn0U0bHjPg3D7_j8FbtvCPaP8xhA')) აი ამ ბიჭზხე რა ისმის ? ნაკრებში რატომ არ იწვევენ ? მითუმეტეს ეხლა როცა გოლის გამტანი არ ყვყავს

16:09 | 17.11.2018
shotai-olimpi (2773)

მალადეც ბორნმუთს რა გუნდებს ეჭიდავება :დ

16:07 | 17.11.2018
shotai-olimpi (2773)

ზამთარშივე გაძვრეს უნდა სადმე ძალიან დაბალი დონის გუნდია გენტი!!

22:51 | 17.11.2018
dinamo222 (8587)

ბარსა თურმე უკვე შეუდგა ჩაკვეტაძის გადაბირებას--stripslashes((strlen('https://www.crystalsport.ge/news/11901')>0?'-https://www.crystalsport.ge/news/11901':'-https://www.crystalsport.ge/news/11901'))

16:07 | 17.11.2018
giorgiusi (696)

ბოლო პერიოდია კომენტარების მიხედვით 30%-40% არ უხარია ნაკრების ან ქართველი ფეხბურთელების წარმატება. რა ჭირს ამ ხალხს ვერ გავიგე

16:19 | 17.11.2018
irakli111 (373)

არა მარტო ეგ ნაკრების წარმატებაც არ უხარიათ და რა ჭირთ მართლა არ მესმის

15:48 | 17.11.2018
pirlo (1162)

ხალხს უკვე ბარსას ქართველით დაინტერესებაც აიღიზიანებთ ეს რა გვჭირს მართლა უკვე..... ნეტა გადავიდეს და ყოველ წუთს ამაზე რომ წერონ არ მომბეზრდება კითხვა, ესეც ახლა ყოველდღე იწვევ სბარსა და ბაიერნი ქართველს ამის კითხვამ გამაღიზიანოს ( სხვათაშორის რეალის გულშემატკივარი ვარ მაგრამ მაინც ძაან მიხარია )

16:15 | 17.11.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

დაინტერესება კი არა, ატეხილი აჟიოტაჟი მაღიზიანებს. რომელიც რეალურად ბევრად მეტია კონკრეტულ დაინტერესებაზე.
ასე ვიცით ხოლმე და მერე სტრესში ვვარდებით, თუ იმედები გვიცრუვდება.
მარკამ დაწერა, შმარკამ დაწერა, იმან თქვა, ამას დაესიზმრა... გასაგებია, რომ ამის გარეშე არ შეგვიძლია მაგრამ მაინც...

16:18 | 17.11.2018
irakli111 (373)

და ფაქტია მარკამ დაწერა და იგონებენ?შეგიძლია გდაამოწმო და დარმწუნდები

16:32 | 17.11.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ხო, ტუფტაზე არ დაწერდნენ. მოერიდებოდნენ მაინც
მაგრამ ამ თემაზე ორ დღეში უკვე უამრავი სტატია დაწერეს აქ და გადამლაშება მეტი კი არაფერი არაა ?

15:25 | 17.11.2018
maradona73@bianko-nero (645)

ბაიერნი მოუხდებოდა შემდეგი სეზონიდან, რიბერის და რობენის დაბერების ფონზე შეიძლება ძირითადის შანსიც გაუჩნდეს.

15:28 | 17.11.2018
salazar (1835)

+1.

ისე ბაიერნი კვარაცხელიასაც დასტრიალებს თავზე , თან იგივე პოზიციაზე თამაშობს.

14:48 | 17.11.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ჰოო, ჰოოოო გავიგეთ, გეყოთ...
ეს უკვე ისტერიაა რა.

15:16 | 17.11.2018
irakli111 (373)

ჩვენ რა უნდა გვეყოს მარკა წერს და არ დაწერონ ამათმა თუ რას ითხოვ?

15:21 | 17.11.2018
წინ ბათუმის დინამოო (334)

კოპირება გვეყოო

16:16 | 17.11.2018
irakli111 (373)

15:07 | 17.11.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მორიგი გამოვლინება რეალის ფანობის

0.132686
291