ფეხბურთი

14:15 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე WHOSCORED.COM-მა გამოარჩია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია WHOSCORED.COM-მა გამოაქვეყნა, რომელმაც ახალგაზრდა შემტევი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ის 7,94 ქულით შეაფასა.

აღსანიშნავია ისიც, რომ D დივიზიონში გიორგი მესამე პოზიციაზეა და დიდი შანსი აქვს ერთა ლიგის ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მას მხოლოდ ბელორუსი იგორ შიტოვი და კოსოვოელი ბენიამინ კოლოლი უსწრებენ.

აქვე გეტყვით, რომ პირველი ჯგუფის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში 8 ქართველია.

  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • ჯაბა კანკავა
  • საბა კვირკველია
  • გურამ კაშია
  • ოთარ კაკაბაძე
  • ნიკა კვეკვესკირი
  • გიორგი ნავალოვსკი
  • ვაკო ყაზაიშვილი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114333