ფეხბურთი

13:23 | 17.11.2018 | ნანახია 522 - ჯერ

კავანი და ნეიმარი მეგობრობისგან შორს (+VIDEO)

ედინსონ კავანისა და ნეიმარს შორის კარგი დამოკიდებულება არც წლების წინ იყო და სიტუაცია როგორც ჩანს, ვერ თანაგუნდელობამ შეცვალა. ნეიმარის პარიზში გადასვლის მერეც მათ შორის ბევრი პრობლემა იყო.

დროის გასვლასთან ერთად თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ეს, რაც შორიდან ჩანდა. გუშინ, ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებები ამხანაგურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა, კავანისთვის ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, მეტად უწყინარ სიტუაციაში, "მატადორი" საკლუბო თანაგუნდელს ფეხებში გამეტებით ჩაუხტა და მსაჯმა რომ გააფრთხილა, გაბრაზდა კიდეც. არც ბოდიში მოუხდია ნეიმარისთვის მაინც და მაინც, თავაზიანად და გულახდილად...

რას იზამ, კონკურენცია და ლიდერობის სურვილი, როგორც ჩანს, ყველაფერზე მაღლა დგას მაათვის...


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:06 | 15.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რეალმა შემდეგ ორ მატჩში 4 ქულის დაგროვება მაინც თუ მოახერხა ჩემი აზრით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს ჩემპიონობისთვის. ქულებში დიდი სხვაობა არ იქნება მარა მოიშორებს რთულ მატჩებს ერთი და მეორე ხასიათზე მოვა. მარა აი მესიმ თუ ათრია ოთხშაბათს მერე აღარ ვიცი

0.094357
522