არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ფიქრობს, რომ ლიონელ მესი „ალბისელესტეს“ დაუბრუნდება. თუმცა, სკალონიმ არ იცის, ეს როდის მოხდება.
„მესისთან არ მისაუბრია იმის შესახებ ითამაშებს თუ არა კოპა ამერიკაზე. ვსაუბრობთ ფეხბურთზე და გუნდზე, მომავალზე არა. თუმცა, ვფიქრობ, მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდება“, - აღნიშნა სკალონიმ.
შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ალბისელესტეს“ რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია და დროებით ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. მაგრამ ისიც უცნობია, კონკრეტულად როდის დაუბრუნდა არგენტინას.