ლონდონის „ფულჰემში“ კლაუდიო რანიერი წარადგინეს. „კოტეჯერებმა“ იტალიელს საშველად უხმეს და რანიერიც მუშაობას შეუდგა. როგორც პირველ პრესკონფერენციაზე თქვა, საწყის ეტაპზე მთავარი მიზანი გოლის არგაშვება იქნება და ფეხბურთელებს სანაცვლოდ მაკდონალდსში გამასპინძლებას დაჰპირდა.
„ჩვენი პრიორიტეტია, რომ გოლი არ გავუშვათ. არ მინდა, „ლესტერთან“ პარალელის გავლება, ახლა აქ ვარ და გადარჩენისთვის ვიბრძვით. ფეხბურთელებს ვპირდები, რომ გოლს თუ არ გავუშვებთ, პიცაზე დავპატიჟებ ან შესაძლოა უმჯობესია, რომ მაკდონალსდშიც წავიდეთ“, - განაცხადა რანიერიმ.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ „ფულჰემი“ ბოლო, მეოცე ადგილზე იმყოფება 5 ქულით და ყველაზე მეტი, 31 გოლი აქვს გაშვებული.