ფეხბურთი

2:44 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა, D დივიზიონი: მაკედონია პლეი-ოფს უახლოვდება

უეფას ერთა ლიგის გათამაშება გრძელდება და მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა D დივიზიონის D ჯგუფში. მაკედონიას ჯერ ოფიციალურად არ მოუპოვებია პლეი-ოფის საგზური, მაგრამ ერთ ნაბიჯშია. მეტიც, შეიძლება ითქვას, უფრო ახლოს.

მაკედონიელებმა ლიხტენშტეინის წინააღმდეგობა მეორე ტამში ენის ბარდისა და ილია ნესტოროვსკის გოლებით გატეხეს. შედეგად მორიგი გამარჯვება მოიპოვეს 12 ქულა დააგროვეს.

მოიგო სომხეთის ნაკრებმაც, რომელმაც ერთი თვის წინ, ერევანში, გიბრალტართან მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიგო და ამჯერად მეტოქე გაანადგურა - 6:2. არადა, ამას პირველი ტაიმის შემდეგ ბევრი ვერ იფიქრებდა, რადგან გუნდები ანტრაქტზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეტიც, 27-ე წუთამდე გიბრალტარი ისევ ამარცხებდა ჩვენს მეტოქეს, მაგრამ იურა მოვისისიანის დღე იყო. მოსკოვის „სპარტაკის“ ექსფორვარდმა ოთხჯერ დაამწუხრა მეტოქე და ერთა ლიგის ისტორიაში პირველი პოკერის ავტორიც გახდა.

ბოლო ტურის წინ, მაკედონია სომხეთს სამი ქულით უსწრებს, მაგრამ პირად შეხვედრებში უარყოფით ბალანსი აქვს. შესაბამისად, სამ დღეში გიბრალტართან მინიმუმ ქულის მოპოვება მართებს და ამის გაკეთება არც უნდა გაუჭირდეს, რადგან შეხვედრა სკოპიეში გაიმართება. შეგვიძლია დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტი მაკედონია იქნება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიმავალ გზაზე...

D დივიზიონი, D ჯგუფი

გიბრალტარი - სომხეთი 2:6 (1:1)

გოლები: 1:0 დე ბარი (10), 1:1 მოვსისიანი (27), 1:2 მოვსისიანი (48), 1:3 მოვსისიანი (52), 1:4 მოვსისიანი (54), 1:5 კარტაშიანი (66), 2:5 პროცლეი (78), 2:6 კარაპეტიანი (90)

ლიხტენშტეინი - მაკედონია 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბარდი (53), ნესტოროვსკი (90)

მომდევნო ტური - 19 ნოემბერი

მაკედონია - გიბრალტარი

ლიხტენშტეინი - სომხეთი

1. მაკედონია 5 4 0 1 10:5 12
2. სომხეთი 5 3 0 2 12:6 9
3. გიბრალტარი 5 2 0 3 5:11 6
4. ლიხტენშტეინი 5 1 0 4 5:10 3
თეგებიერთა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165999