მადრიდის "რეალის" შემტევი ვინისიუს ჟუნიორი სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელი კარლოს ამადეუ აცხადებს, ფეხბურთელს ტურნირზე მონაწილეობსი უფლებას ესპანური კლუბი არ მისცემს.
"დარწმუნებული ვარ ვინისიუსი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს, ასე მითხრეს "რეალში". ვინისიუსს ტურნირზე თამაში უნდა და მითხრა, რომ შეეცდება კლუბის ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინოს." - ციტირებს ამადეუს სიტყვებს AS-ი.
ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩილეში 2019 წლის 17 იანვარს დაიწყება და 10 თებერვალს დასრულდება.