კალათბურთი

17:40 | 16.11.2018 | ნანახია NaN - ჯერ

შერმადინის სიმბოლური ხუთეული (+VIDEO)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდი მალაგის “უნიკახას” ერთ-ერთ ლიდერ გიორგი შერმადინს შეეხმიანა და იმ კალათბურთელთა სიმბოლური ხუთეულის შედგენა სთხოვა, რომელთა მხარდამხარაც მას უთამაშია.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ გიორგიმ საუკეთესოთა შორის 2 თანამემამულე – ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია შეიყვანა, მათ გარდა კი, ჩვენებურის რჩეულთა შორის ფრანგი ენდრეუ ალბისი (“მორაბანკ ანდორა”), ფინელი სასუ სალინი (“უნიკახა”) და ბერძენი ვასილის სპანულისი (“ოლიმპიაკოსი”) მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ უფრო ადრე თავისი ხუთეული აწ უკვე “გიპუზკოა ბასკეტის” ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ შეადგინა და მასში ერთბაშად 3 თანამემამულე – მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია დაასახელა, რომელთაც გვერდში ესპანურ “სევილიაში” მისი ოდინდელი თანაგუნდელები – ჩეხი ტომაშ სატორანსკი და ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი ამოუყენა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:00 | 11.04.2017
gogssi (3755)

ზღვის გოჭი ( კორბენა) მესის გარეშე არგენტინა გავს ინგლისის ნაკრებს. ლამპარდი ჯერარდი ტერი რუნი და ტუ ვინმე ვარსკვლავი არსებობდა ყველა იქ რომ იყო მაგრამ სამში გრძელს რომ იგებდნენ

17:57 | 11.04.2017
gogssi (3755)

კარგია ეგრე ჯობდა ახლა სავარაუდოდ ვინმეს დანიშნავენ დროებით მერე კი ჩოლო იმედია.

14:34 | 11.04.2017
arsena8 (732)

ბიანკი ნამდვილად იმსახურებს ,მაგრამ არა მგონია დანიშნონ, ასაკის გამო. სიმეონე და პოჩეტინიო ალბათ არ დათანხმდებიან, ვითომ სამპაოლი,ასეთ მცირე დროში რამეს უკეთესობისკენ შეცვლის?

15:09 | 11.04.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

მცირე დრო არ აქვს. ამ შესარჩევიდან მაინც გავლენ, ადვილი კალენდარიც აქვთ და ბოლობოლო ხომ უნდა ინამუსონ ? როდემდე უნდა იყვნენ ყველას დასაცინნი, მესის გარეშე არაფერი შეგიძლიათო DDD

12:56 | 11.04.2017
zarzuela (846)

როგორც გავიგე სამპიოლი ინიშნება!!
ისე მთAვარია ვინმე ნორმალური მოიყვანონ!!!

12:34 | 11.04.2017
Nikala (147)

რამდენიმე კარგი ვარიანტი ექნება არგენტინას: სიმეონე, პოჩეტინიო, სამპაოლი.

მე პირადად, მარსელო გალიარდოსაც გავუწევდი რეკომენდაციას, რივერ პლეიტის თავკაცს.

რატომღაც მგონია, რომ ბიელსას დააბრუნებენ.

სხვათა შორის, ნაკრებში არც კარლოს ბიანკის უმუშავია და საინტერესოა, თუ შესთავაზებენ. ალბათ, დათანხმდება.

12:58 | 11.04.2017
zarzuela (846)

ყველა დაკავებულია, მაგრამ აუცილებელია რომელიმე ამათGან იყოს. სამპიოლიმ თქვა რომ მესსისთან უნდა თანამშრომლობა. ნუ ეს რომ წავიდა ძაან გამიხარდა!!!

12:56 | 11.04.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

ყველა ნორმალური მწვრთნელი დაკავებულია - ჩოლოც, სამპაოლიც, პოჩეტინოც, ბიელსაც, პეკერმანიც(ყველაზე მეტად ეს მომწონდა).
მე მგონი ისევ დიეგოს სთხოვენ, გვიშველეო DDDDDDDDD

13:00 | 11.04.2017
Nikala (147)

ბიელსა თავისუფალია ჯერჯერობით, ლაციოდან წამოვიდა წინა ზაფხულში.

პეკერმანიც კარგი ვარიანტი იქნებოდა, გეთანხმები.

აი, დიეგოზე რა გითხრა. ისეთი ტიპია, რომ შესთავაზონ, დაბრუნდება. მაგრამ მგონი არ დაუძახებენ.

15:06 | 11.04.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

ჰო თავისუფალი ყოფილა ბიელსა. რატომღაც მეგონა, რომ საფრანგეთში იყო DDDD
დიეგო ისეთი ნაგლია, რო მიუშვა მიკროქირურგიული ოპერაციის გაკეთებაზეც მოაწერს ხელს DDDDDDDD დიდი იმედი მაქვს რომ არ შესთავაზებენ მწვრთნელობას, აზრზე არაა მაგ საქმის.

13:00 | 11.04.2017
zarzuela (846)

ჩოლო პოჩეტინიო სამპიოლი, აი ვინმე ნორმალური, პეკერმანი ან ბიანკი. მოკლედ არჩევანი დიდია მთავარია რომელიმე დაიკეროს)) ისე სამპიოლი მოდის თან მესსის ევასება)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.082657