ფეხბურთი

17:15 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" იოვიჩის დამატება უნდა

მიუნხენის „ბაიერნს“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფორვარდის, ლუკა იოვიჩის შეძენა სურს. Bild-ის ინფორმაციით, ნიკო კოვაჩს სერბი ფეხბურთელის დამატება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სურს.

ჯერჯერობით შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ლისაბონის „ბენფიკას“ ეკუთვნის.

იოვიჩისთვის მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია 9 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113462