ჭიდაობა

15:44 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები ყაზახურ ტურნირში ჩაერთვებიან

17-18 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ბოლატ ტორლუხანოვის სახელობის საერთაშორისო თასის გათამაშებაა დაგეგმილი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც მხოლოდ ოლიმპიური წონით კატეგორიებში (60, 67, 77, 87, 97, 130 კგ.) ჩატარდება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი ქვეყნის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა სტილით ნაკრები მომავალ ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით გამოვა:
ლერი აბულაძე (60 კგ.), ედნარ შავაძე (67 კგ.), მინდია წულუკიძე (77 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.), ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ.), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.) და ლევან არაბული (130 კგ).
ვთქვათ ისიც, რომ გამარჯვებულები პრიზად 3000 დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსნები ორ ათასს, ხოლო მესამე პრიზიორები – ათასს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111217