„ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „პორტლენდთან“ (126:117) მოგებულ შეხვედრაში 44 ქულა ჩააგდო. კარიერაში „მეფეს“ 31 425 ქულა დაუგროვდა, რითაც კალათბურთის ლეგენდას უილტ ჩემბერლენს გადაასწრო, რომელსაც 31 419 ქულა აქვს. ჯეიმსის მორიგ სამიზნეს მაიკლ ჯორდანის 32 292 ქულაა.
ნბა-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეები:
- ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387 - ქულა
- კარლ მელოუნი - 36 928
- კობი ბრაიანტი - 33 643
- მაიკლ ჯორდანი - 32 292
- ლებრონ ჯეიმსი - 31 425
- უილტ ჩემბერლენი - 31 419
- დირკ ნოვიცკი - 31 187
- შაკილ ონილი - 28 596
- მოზეს მელოუნი - 27 409
- ელვის ჰეისი 27 313