გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
„ჰიუსტონმა“ საკუთარ დარბაზში „გოლდენ სტეიტი“ 107:86 დაამარცხა. „მეომრებმა“ ტეხასელებს ვერც ერთი პერიოდი ვერ მოუგეს. საზარდულის ტრავმის გამო თავი გუნდს სტეფ კარი კიდევ ვერ დაეხმარა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა. „გოლდენ სტეიტში“ 20 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა. ოკლენდელები 12 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.
„დენვერმა“ შინ „ატლანტა“ 138:93 გაანადგურა. დენვერელებმა ჯორჯიელებს ოთხივე პერიოდში დამაჯერებლად აჯობეს. „ატლანტაში“ ყველაზე მეტი 16 ქულა ჯერემი ლინს ჰქონდა. „დენვერმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა, შვიდმა მოთამაშემ მინიმუმ 12 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 25 ქულა ხუანჩო ერნანგომესის ანგარიშზეა.
„ჰიუსტონი“ – „გოლდენ სტეიტი“ 107:86 (25:19, 22:22, 29:22, 31:23)
https://www.youtube.com/watch?v=SumGKx5klrM
„დენვერი“ – „ატლანტა“ 138:93 (35:23, 38:34, 36:16, 29:20)
https://www.youtube.com/watch?v=WHEUyjMA4Co
„კლიპერსი“ – „სან ანტონიო“ 116:111 (29:28, 32:32, 30:24, 25:27)