ერთა ლიგის გათამაშება გრძელდება. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, D დივიზიონზე უკვე გიამბეთ, ახლა დანარჩენ დივიზიონებზეც ვთქვათ:
A დივიზიონი, B ჯგუფი
ბელგიის ნაკრებმა ისლანდია მიჩი ბატშუაის დუბლით მეორე ტაიმში გატეხა და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „წითელ ეშმაკებს“ ქულათა მაქსიმუმი აქვთ, მაგრამ გარანტირებული მაინც არაფერია. ბოლო ტურში ბელგია შვეიცარიას სტუმრობს და არ უნდა წააგოს თუ პირველ ადგილზე გასვლა უნდა.
აი, ისლანდიის ნაკრები კი ამ დივიზიონისთვის მეტისმეტად სუსტი აღმოჩნდა და ოთხი მარცხით დაასრულა ასპარეზობა. შედეგად, დამდეგ ერთა ლიგაზე დივიზიონით დაქვეითდა.
ბელგია - ისლანდია 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ბატშუაი (65), 2:0 ბატშუაი (81)
მომდევნო ტური - 18 ნოემბერი
შვეიცარია - ბელგია
1. | ბელგია | 3 | 3 | 0 | 0 | 7:1 | 9 | |
2. | შვეიცარია | 3 | 2 | 0 | 1 | 9:3 | 6 | |
3. | ისლანდია | 4 | 0 | 0 | 4 | 1:13 | 0 |
A დივიზიონი D ჯგუფი
ესპანეთის ნაკრებმა სასტარტო ორი მატჩი დამაჯერებლად მოიგო და თითქოს პლეი-ოფში ადვილად უნდა გასულიყო. თუმცა, ეს ნაადრევი დასკვნა აღმოჩნდა. ყოველშემთხვევაში, „ფურია როხა“ ლიდერია, მაგრამ ახლა მასზე დამოკიდებული არაფერია. ესპანელები ჯგუფში ერთადერთ შემთხვევაში იპირველებენ: თუ ბოლო ტურში ინგლისისა და ხორვატიის მატჩი ფრედ დასრულდება.
ლუის ენრიკეს გუნდმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, ზაგრებში, ხორვატიასთან - 2:3. უგოლო ტაიმისშემდეგ გუნდებმა ჩინებული ფეხბურთი გააჩაღეს. მასპინძლები ანდრეი კრამარიჩისა და ტინ იედვაის გოლებით ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ორჯერვე დანი სებალიოსისა და სერხიო რამოსის გოლებიტ სტუმრებმა გაათანაბრეს. იედვაი კი მატჩის გმირი გამოდგა. ხორვატთან მარჯვენა მცველმა ბოლო წუთზე დუბლი გაიფორმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ამ ტურნირზე პირველი თამაში მოიგო.
ესპანეთს 6 ქულა აქვს, მაგრამ უკვე დაასრულა ასპარეზობა და შესაბამისად, მონაგარს ვერაფერს დაამტებს. აი, ინგლისისა და ხორვატიის აქტივში 4-4 ქულაა და ბოლო ტურში გამარჯვებული პელი-ოფში გავა. ფრე კი, როგორც უკვე ვთქვით, ესპანეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.
ხორვატია - ესპანეთი 3:2 (0:0)
გოლები: 1:0 კრამარიჩი (54), 1:1 სებალიოსი (56), 2:1 იედვაი (69), 2:2 რამოსი (78, პენ), 3:2 იედვაი (90)
მომდევნო ტური - 18 ნოემბერი
ინგლისი - ხორვატია
1. | ესპანეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 12:7 | 6 | |
2. | ინგლისი | 3 | 1 | 1 | 1 | 4:4 | 4 | |
3. | ხორვატია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:8 | 4 |
B დივიზიონი, C ჯგუფი
B დივიზიონის C ჯგუფი ბოსნიის ნაკრებმა მოიგო. ვენაში, ავსტრიასთან დაფიქსირებული შედეგი ორივე გუნდს აწყობდა. ბოსნია პლეი-ოფში გავიდა და უმაღლეს დივიზიონში აღზევდა, ხოლო ავსტრიამ მეორე ადგილი და შესაბამისად, არგავარდნა გაინაღდა.
ბოლო ტური ფორმალობაა, ჩრდილოეთ ირლანდია უკვე დაქვეითდა და ავსტრიასთან შეხვედრას სპარინგად თუ გამოიყენებს.
ავსტრია - ბოსნია 0:0 (0:0)
მომდევნო ტური - 18 ნოემბერი
ჩრდ. ირლანდია - ავსტრია
1. | ბოსნია | 4 | 3 | 1 | 0 | 5:1 | 10 | |
2. | ავსტრია | 3 | 1 | 1 | 1 | 1:1 | 4 | |
3. | ჩრდ. ირლანდია | 3 | 0 | 0 | 3 | 1:5 | 0 |
C დივიზიონი, B ჯგუფი
საბერძნეთის ნაკრებმა აქამდე დაუმარცხებელი და გოლგაუშვებელი ფინეთი დაამარცხა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ფინეთმა მეორე გოლი არ გაუშვა და ვინაიდან საკუთარ მოედანზე 2:0 ჰქონდა მოგებული, პლეი-ოფში თამაში და დივიზიონით დაწინაურება ვადაზე ადრე გაინაღდა.
უნგრეთის ნაკრებმა კი, პრესტიჟის გამარჯვება მოიპოვა ჯგუფის აუტსაიდერ ესტონეთთან და მეორე ადგილზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
საბერძნეთი - ფინეთი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 გრანლუნდი (25, ა.გ)
უნგრეთი - ესტონეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ორბანი (8), 2:0 შალაი (69)
მომდევნო ტური - 18 ნოემბერი
უნგრეთი - ფინეთი
საბერძნეთი - ესტონეთი
1. | ფინეთი | 5 | 4 | 0 | 1 | 5:1 | 12 | |
2. | საბერძნეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 4:4 | 9 | |
3. | უნგრეთი | 5 | 2 | 1 | 2 | 7:6 | 7 | |
4. | ესტონეთი | 5 | 0 | 1 | 4 | 3:8 | 1 |