ფეხბურთი

3:09 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ყაზახეთთან მატჩს უფრო კონცენტრირებული შევხვდებით"

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ანდორასთან (1:1) შეხვედრა შეაფასა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ეს ფრე გუნდს გამოფხიზლებს და ყაზახეთთან დამდეგ შეხვედრას უფრო მეტად კონცენტრირებულები შეხვდებიან.

„გული დაგვწყდა, რადგან ძალიან გვინდოდა მოგება. ძალიან დიდი ხანია არ წაგვიგია და ეს კარგია. რა თქმა უნდა, ამით არ ვიმართლებთ თავს, მაგრამ ყაზახეთთან თამაშს ახლა უფრო კონცენტრირებული შევხდებით. იყო ბევრი პრობლემა, მაგალითად მინდვრის საფარიც, მაგრამ ამით თავის გამართლება არ შეიძლება. დავჯდებით, გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა ვუთხრა, რომლებიც გვერდში გვიდგანან გასვლით მატჩებზეც და ძალიან გვეხმარებიან“, - თქვა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო მატჩს კი 19 ნოემბერს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ანდორადან

0.112631